LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „15 წლის ბავშვმა ვნახე, როგორ დაიტანჯა დედაჩემი დიაბეტით და როგორ გარდაიცვალა…“ – როგორ ებრძვის საკუთარ დიაგნოზს მაია ბარათაშვილი

373
7f8f19a5-2bbe-4cea-a0bd-ed3a9e017cc8 (1)

მაია ბარათაშვილი კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ დასმული დიაგნოზის, დიაბეტის შესახებ საუბრობს და პასუხობს კითხვებს, როგორ ცხოვრობს ამ დაავადებასთან ერთად:

„წონას ვეჭიდავებოდი მთელი ცხოვრება. ავიღე ანალიზები. არც მქონია თავში აზრად, რომ დიაბეტი შეიძლებოდა მქონოდა, თუმცა დედა გარდაიცვალა დიაბეტით. ჯერ პრედიაბეტი მქონდა. პირდაპირ მინდა გითხრა როგორც ექიმს, იქ, სადაც პრედიაბეტია, იქ აუცილებლად ჩამოყალიბდება დიაბეტი, მით უმეტეს, როცა გენეტიკური განწყობაა. ეს დაავადება რომ დამიდგინდა, შემეშინდა, 15 წლის ბავშვმა ვნახე თავის დროზე, დედაჩემი როგორ იტანჯებოდა… ჩემ თვალწინ ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც არ მინდა, მე მომივიდეს. ის ცხოვრება, რაც ღმერთმა მომცა, რატომ უნდა შევამცირო ჩემი უდიერობით. მინდა, ვიყო ჯანმრთელი და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე. ვარ მოძრავი და მობილური, არ მიყვარს სტაგნაცია. შესაბამისად, დავიწყე ბრძოლა. პირველი კლება იყო ძალიან კარგი, ზუსტად მივყვებოდი ექიმის დანიშნულებას. ჩემ შემთხვევაში არის მეორე ტიპის დიაბეტი, შეძენილი, რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი, არასწორი კვება, სტრესი… ამას ვერ გაექცევი. როგორც კი დადგა სწორი კვების რეჟიმი, როგორც კი ამ რეჟიმს მივყევი, წონა წამოვიდა ქვევით, ეს არის თანმდევი ეფექტი, ძირითადად კი დიაბეტი დარეგულირდა. ეს არ არის ერთი და ორი წლის შედეგი, საბრძოლო შემართება უნდა გქონდეთ ყოველთვის…

გადავწყვიტე, რომ ა პუნქტიდან ბე პუნქტში მივდივარ ფეხით. მაგალითად, მეტრო სამასი არაგველიდან საბურთალომდე მივსულვარ ფეხით. დიდი დისტანციაა, მაგრამ ეს ისეთი ბედნიერებაა… ჩემს შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესი, რომელმაც უფრო ჯანმრთელი გამხადა, ვიდრე ახალგაზრდობაში ვიყავი. გემოთმოყვარეობა არის ყველაზე რთულად დასაძლევი რამ. დიაგნოზის შემდეგ საკუთარ თავზე გეცვლება წარმოდგენა… კალორიის დეფიციტს არ ვუჩივი, არ მივირთმევ კომბინირებულ საკვებს, სადაც არის ცხიმი, ნახშირწყალი და ცილა ერთად. რძის პროდუქტი ცხიმიანი არ უნდა იყოს, ავოკადო არის ჩემს რაციონში. ხორცი, კვერცხი არ მიყვარს, ბრინჯიც ნაკლებად, ქართული უცხიმო იმერული ყველი, ბოსტნეული უხვად და ხილი გამორჩევით, არ მივირთმევ ყურძენს, კარალიოკს, ბანანს. თუ რაღაცას მიირთმევთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ, რომ მაღალი გლუკოზა დაიწვას. ამას არ ვუყურებ, როგორც შეზღუდვას, არამედ დამხმარე საშუალებას. ჩემი ტვინი მივაჩვიე, როცა ტკბილს ვუყურებ, შემოვიფარგლები დაყნოსვით, მიიღო ტვინმა სიგნალი, გამოვედი გარეთ და შევჭამე მანდარინი ან ქლიავი. ეს შესაძლებელია, თუკი ამაზე იმუშავებთ… მე დავაკავშირე ტკბილეულის მიღება ტკივილის ეფექტთან… დავაჯერე ჩემი ტვინი, როცა შევჭამ, აუცილებლად მეტკინება. შეიძლება, წელიწადში ერთხელ და ორჯერ მივირთვა ხაჭაპური, ერთი ნაჭერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g