LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა

625
Untitled design

UFC-ის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.

ვიდეო: „ჩემს პატარა საქართველოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მიყვარხართ ყველა გულში, ერთ სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“ – ილია თოფურიამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა

გადაცემა დღის პოსტს სტუმრობდა ილია თოფურიას ბაბუა, რომლემაც ესპანეთში ცხოვრების დროს, მისი ბავშვობიდან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა:

„4-5 წლის ასაკის რომ იყო, იმ პერიოდში საქართველოდან ავტომობილების ჩამოსაყვანად დადიოდა ყველა, მათ შორის ჩამოდიოდნენ აფხაზეთიდან, რუსთავიდან, თბილისიდან.

ისინი ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე, მათ შორის იყო ჩვენი ახლობელი კახა ლომიძე, ილია ისე წაართმევდა ხოლმე გასაღებს და დამალავდა, მთელი ოჯახი ვეძებდით, შემდეგ ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამოყვანე, მაჩვენეო.. სასწაულად უნდოდა.

ასეთი ბავშვი იყო, რასაც მიზნად დაისახავდა, იმას ასრულებდა, პატარაობიდან ასეთი იყო“, – იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა.

ცნობისათვის, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრე ვოლკანოვსკი  მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები