გერმანულმა გამოცემა Siegener Zeitung გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც 55 წლის საავტომობილო ხიდის დემონტაჟია ასახული. ისტორიული ნაგებობა ავტობანი A45-ის ნაწილი იყო. კონსტრუქციის დაშლას 120 კგ. ასაფეთქებელი საშუალება დასჭირდა. ეფექტურ სანახაობას უსაფრთხო მანძილიდან ათობით მაყურებელი ადევნებდა თვალს.
აწ უკვე დანგრეული საავტომობილო ხიდი 1967 წელს ააგეს. მისი სიგრძე 500 მეტრი, სიმაღლე კი 70 მეტრზე მეტი იყო.
გერმანიის ფედერალურმა საგზაო სამსახურმა განაცხადა, რომ დემონტაჟის ასეთი პროცესი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ხიდის დანგრევას უამრავი ადგილობრივი ესწრებოდა და ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ამასთან, ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2021 წლის დასასრულისთვის გახსნილი ახალი ხიდი ძველის დანგრევის დროს უვნებელი გადარჩა.