უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ დედას 5000 ევროს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯიან.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული.
„5000 ევროს ითხოვენ და იმუქრებიან, რომ შემდეგი ვიდეო, რომელსაც დედა მიიღებს, შვილის სიკვდილით დასჯა იქნება. ჯარისკაცები უფრო და უფრო ჰგვანან ISIS-ის მებრძოლებს. რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ“, – წერს პოდოლიაკი.
Це відео надіслали матері українського полоненого російські солдати. Вони вимагають €5000 до понеділка, інакше на наступному відео буде страта її сина. ?? військові дедалі більше нагадують бойовиків ІДІЛ. Росія має бути визнана державою-терористом. pic.twitter.com/Xbg7z15rJp
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 25, 2022