„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ Vetements-ის ახალი კოლექციის ჩვენებას ცნობილი სუპერმოდელი, ჰაიდი კლუმი დაესწრო.
52 წლის ვარსკვლავი ღონისძიებაზე შვილთან, ლენი კლუმთან და მეუღლის, ტომ კაულიცის ტყუპ ძმასთან, ბილ კაულიცისთან ერთად მივიდა.
ჰაიდიმ თავისი თამამი გამოჩენით გულგრილი არავის დატოვა. მოდელმა გამჭვირვალე, მაქმანებით გაწყობილი კაბა მოირგო.
ჰაიდი კლუმმა 52 წლის იუბილე იისფერ ბიკინიში აღნიშნა – მოდელი წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს



