LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ადგილი, სადაც გრძნობ, რომ მთელი სამყარო შენია – შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯი გაიხსნა

3597
123652009-402269674234943-3633897553736960653-n

„ადგილი, სადაც გრძნობ, რომ მთელი სამყარო შენია“ – ასე ახასიათებენ სოციალურ ქსელში მოცურავე, დასასვენებელ კოტეჯს Shaori Chalet-ს, რომელიც რაჭაში, შაორის ტბაზე გაიხსნა.

როგორც კოტეჯის დამფუძნებლები ამბობენ, ეს არის ადგილი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ და თავს ჯადოსნურ სამყაროში გაგრძნობინებთ.

„სადაც დრო, უბრალოდ ჩერდება და რჩება დაუვიწყარი ემოციები. დასვენება, რომელზეც ერთხელ მაინც, ყველას გვიოცნებია, ტბა, სიმშვიდე, ბუნება, მხოლოდ თქვენ და ამოუხსნელი ბედნიერების შეგრძნება, რომელიც არ იცი, საიდან და როგორ გეწვია. ჩვენს შალეში გატარებული ყოველი წუთი, წამი სამუდამოდ თქვენს გონებაში დარჩება“, – წერენ Shaori Chalet-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, ახალი ტურისტული ადგილი Shaori Chalet, შაორი ტბაზე სექტემბრიდან გამოჩნდა და დამსვენებლების ყურადღება უკვე მიიპყრო.

ფოტოები: Zura Kartvelishvili Photographer

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g