LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აფრიკა საქართველოშიც გვქონია – აღმოაჩინეთ ის, რაც აქამდე არ გინახავთ

219
121706036-345328106688153-8942491004778061721-n

„ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ხშირად ადარებენ აფრიკას. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, ალბათ მიხვდებით რატომაც“, – ამ სათაურით აქვეყნებს “მოგზაურთა კლუბში” ვიდეორგოლს ბლოგერი

ოთო ნიკურაძე.

ის ამბობს, რომ ვაშლოვანში პირველად შარშან, მაისში იმოგზაურა. „1 დღიანი გასვლა მქონდა თბილისიდან. მოკლედ რომ ვთქვა, გაოგნებული დავრჩი იმდენად მომეწონა და გადავწყვიტე, სხვა სეზონზეც მემოგზაურა. ამჯერად, უკვე სრული 3 დღე გამოვყავი დასათვალიერებლად. თანაც, გაგონილი მქონდა რომ შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა“, – აღნიშნას მოგზაური ბლოგერი.

ის დეტალურად აღწერს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას და დაინტერესებულ პირებს რჩევებსაც აძლევს.

https://www.facebook.com/onikuradze/videos/10223584016779706/?__tn__=C-R&eid=ARAttNp08oRp0V3pVie3Kac5E7DkVZdOwpJdbDafj7d-Tt18H0yiwWrNsKCMzdtwTpIHeeQEp9zH2Mf5&hc_ref=ARRpzkguLbWJ8GPqC2rjmNRQJxNU9fY03B-Vg0MbGUECCf2Oz7tqRAI4lKcuSAr5tfY&fref=nf&__xts__[0]=68.ARBMikOihtiHnoEsCqx9K5QrowCAckXBiRh0228ws2Qqx4RzdjS8BFQsWYOITyxZ7X_cYrflLeIMPejE12Qcj7nS9vQylkeh-I1GxCKveRt2UXzTitozMXwNk2kehSzrwNngxan6ENdDiNMAB62Cfb1qsUaMExidp36P-AKWkNx1pDD5EWDBdTGlODK5eG8wegtVipexYxEwO05IcbGHgPx0xWElXWTIUDwEpxxCdS3XDOhXFQ42uaM6-bW3aJ0dL3mymyG4GhXZzpXb7aUQnbqQi8p9hMHh2yRp6oA7a7tOH8Zg8GoyuOBb81Z3SKj_XxvQdM2x4Xt6P4GOzfdWzMRcLBinMA

 

„პირველ დღეს თბილისიდან გავემართეთ დედოფლისწყაროსკენ, სადაც ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ ვაშლოვანი სრულყოფილად დაათვალიეროთ, აუცილებელია სასაზღვრო საშვის აღება, რადგან ზოგიერთი ადგილი საკმაოდ ახლოსაა აზერბაიჯანის საზღვართან. მე წინასწარ მქონდა მეილის საშუალებით გაგზავნილი საჭირო საბუთები (პირადობის მოწმობა + ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა), შესაბამისად, ადგილზე ჩასვლისთანავე გამზადებული დამხვდა საშვები. ავტომობილის შესვლის ღირებულებაა 5 ლარი, პლუს თითო ადამიანზე 5 ლარი. რაც შეეხება ვიზიტორთა ცენტრს, აქაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა. ასევე ადგილზე აგიხსნიან საჭირო ინფორმაციას და მოგცემენ რჩევებს. გაითვალისწინეთ, რომ კოვიდ-19 -ის გამო, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასარჩენი “ბუნგალოები” დროებით დაკეტილია, ასე რომ თუ შიგნით გადაწყვეტთ ღამის გათენებას, მოგიწევთ კარვით, ან მანქანით სარგებლობა. თავის დაზღვევის მიზნით ბაკი გადავავსე ბენზინით და დამატებით 20 ლიტრი საწვავიც მოვიმარაგე (რომელიც რეალურად არ დამჭირდა). გირჩევთ წინასწარ ჩაწეროთ ოფლაინ რუკაც, რადგან ვაშლოვანის ტერიტორიაზე ინტერნეტს რთულად თუ დაიჭერთ“, – განმარტავს ოთო ნიკურაძე.

ქართველი ბლოგერი საკუთარი პოსტის ბოლოს ყველას მოუწოდებს, იმოგზაურონ ქართულ აფრიკაში…

„მოკლედ, სანამ აცივდება, ყველას გაქვთ დრო და შანსი, რომ წახვიდეთ ქართულ აფრიკაში და აღმოაჩინოთ ისეთი საქართველო, რომელიც შეიძლება არც კი იცოდით რომ არსებობდა“, – დასძენს მოგზაური ბლოგერი.  

ვიდეორგოლი და ფოტომასალა: ოთო ნიკურაძე

mazda magti 5g