LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აგვისტოს ომის გმირის უცნობი კადრები – გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა

476

აგვისტოს გმირებს ყველა იცნობს, მათ საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

ერთ-ერთი მათგანია გიორგი ანწუხელიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა, წამების შემდეგ კი ის ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აგვისტოს ომისა და გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 14 წლისთავზე “საქართველოს თავდაცვა” გიორგი ანწუხელიძის ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოკადრებში ასახულია გიორგი ანწუხელიძე ოჯახთან ერთად, შემდეგ ბრძოლის ველზე – ქართველ მებრძოლებთან ერთად, ვიდეოშო ტყვედჩავარდნილი გმირის კადრებიც არის ასახული.

არ მინდა, რომ მათ იგივე გაიარონ, რაც საქართველომ და ჩემმა ოჯახმა გამოიარა გაიარა 2008 წელს: ლევან ანწუხელიძე

წერილი, რომელიც ბავშვმა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავზე დატოვა: „მეამაყება, რომ შენ ქუჩაზე ვცხოვრობ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები