რამდენიმე დღის წინ, ჯანლუკა ვაკის მეუღლეს, შერონ ფონსეკას 28 წელი შეუსრულდა. „მოცეკვავე მილიონერმა“ საყვარელ ქალს სასწაული სიურპრიზი მოუწყო. ის ჯერ შერონს რესტორანში ყვავილების უზარმაზარი თაიგულით მიადგა, შემდეგ კი ახლად შეძენილ მანქანასთან მიიყვანა.
55 წლის ჯანლუკამ შერონს Land Rover-ის მარკის შავი მანქანა აჩუქა, რომელსაც წითელი, უზარმაზარი ბაფთა ამშვენებდა. შერონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით წყვილმა ემოციური ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.