LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახლა ნელ-ნელა ვეცნობი შვილს“ – ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში ცრემლები ვერ შეიკავა

5105
ფორტუნა (24)

ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ რუსკა ქარქაშაძე იყო.

წამყვანმა რუსკას მიმართა და უთხრა, რომ რადგან „საქმიანობაში ასეა ჩართული კარიერა მის შვილს აუცილებლად წაართმევს დროს“.

ლელამ  შვილზე ურთიერთობაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

„რა თქმა უნდა, ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ქალს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და უნდა ჰქონდეს შემოსავალი.

მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. მარიკო არაჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს არ მქონდეს სინანულის შეგრძნება.

რუსკა, მინდა, ეს გააცნობიერო და დააბალანსო კარიერისთვის და შვილისთვის დათმობილი დრო. 

მე ახლა ნელ-ნელა ვეცნობი შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი და გულიანი გოგოა. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ვიცი, რატომაც არ ამბობს ამას. მას არ უნდა ეს პროფესია, იმიტომ რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა.

ვიცოდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ამაზე საუბარი.. 15- 16 წლის რომ იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომელიც დახატული ჰქონდა 5-6 წლის ასაკში. მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის.

ვკითხე, ეს ბავშვი რატომ ტირის –  მეთქი და მიპასუხა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როდესაც მე მასთან მომიწევდა ამ ჩემი არანორმალურ გრაფიკზე საუბარი.

მე თავს არ ვიმართლებ. უბრალოდ ეს ჩვენი არჩევანია, როდესაც ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. მარიკომ იცის, რომ მე ძალიან მიყვარს.

დე, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი, რომ ბევრი რამ დაგაკელი, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ჩემთან ხარ“.- ამბობს ლელა წურწუმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები