ყოფილი სპორტსმენი, ალექს როდრიგესი სპორტულ გადაცემაში იყო მიწვეული. დიალოგს პირადი ცხოვრების განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. მან არაერთი რომანი გაიხსენა, მათ შორის სასიყვარულო კავშირი კემერონ დიასთან.
ეკრანზე კადრები აჩვენეს, სადაც კემერონი ალექსს სპორტულ მატჩზე პოპკორნს აჭმევს. ამან ალექსი საკმაოდ გაახალისა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც მისი პირადი ცხოვრება არც თუ ისე წარმატებულად მიდის, სწორედ ისაა, რომ სხვას პოპკორნს უჭამს.
„ალბათ ამიტომაც ვარ მარტო“, – განაცხადა 46 წლის ალექსმა.
სხვათა შორის, მას ჯეი ლოსთან ურთიერთობის შესახებ არაფერი უთქვამს.
„მადლობა ღმერთს ამისთვის“ – ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსთან განშორების შემდეგ
ჯეი ლოს „ინსტაგრამიდან“ წაშლილი ალექს როდრიგესი ერთდროულად სამ ქალთან ერთად გამოიჭირეს