5 თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 5 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა ჯეი ლო თავის ცხოვრების უმთავრეს სიყვარულს, ბენ აფლეკს დაუბრუნდა, წყვილი 17 წლის შემდეგ კვლავ ერთადა. ცოტა ხნის წინ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ყოფილ საქმროსთან ერთობლივი ფოტოები წაშალა და მისი გამოწერაც გააუქმა.
ფოტო: საოცრად ელეგანტურად ჩაცმული ბენ აფლეკი და შეუდარებელი ჯეი ლო პაემანზე გადაიღეს
48 წლის სპორტსმენმა კი ჯეი ლოსთან განშორების შემდეგ მასთან რომანის შესახებ პირველად ისაუბრა. ის ამბობს, რომ მადლიერია ამ წლების და აცხადებს, რომ ბევრი რამ ისწავლა და ამ გამოცდილებას უკვე მომავალში გამოიყენებს.
„მადლობელი ვარ უკანასკნელი 5 წლისთვის, მე და ჩემმა ქალიშვილებმა არაჩვეულებრივი წლები გავატარეთ, ახლა კი უკეთესი მომავლის იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ. მე ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მადლობა ღმერთს იმისთვის, სადაც ახლა ვარ“, – განაცხადა როდრიგესმა.
ფოტო/ვიდეო: ჯეი ლოს „ინსტაგრამიდან“ წაშლილი ალექს როდრიგესი ერთდროულად სამ ქალთან ერთად გამოიჭირეს