რამდენიმე თვის წინ ყოფილმა სპორტსმენმა, ალექს როდრიგესმა შოუბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მოულოდნელი განშორება გადაიტანა. ინსაიდერების განცხადებით, ჯეი ლოსთან განშორების შემდეგ ის მაინც იტოვებდა იმედს, რომ მასთან ურთიერთობას აღადგენდა, თუმცა ამაოდ, საქმეში ბენ აფლეკი ჩაერთო. და აი, 17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ კვლავ ერთადაა, ალექსს კი ისღა დარჩენია დარდი გართობით გაიქარწყლოს.
ამჯერად 46 წლის როდრიგესი ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში გადაიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ მასთან ერთობლივი ფოტოები წაშალა და მისი გამოწერაც გააუქმა. ალექსი მთელი ღამის განმავლობაშიო სამ ქალბატონთან ერთად ცეკვავდა. ინსაიდერების განცხადებით, წვეულების შემდეგ ალექსმა კლუბი სამივე ქალთან ერთად დატოვა.
„მისი ქცევა, გართობას კი არა, ისტერიას უფრო ჰგავს, ის ყველანაირად ცდილობს ჯეი ლოს დავიწყებას“, – აცხადებს ინსაიდერი.