LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის“ კვალდაკვალ – ალექს როდრიგესმა ჯეი ლოს დაბადების დღე სენ-ტროპეში, იახტაზე, ქალბატონების გარემოცვაში აღნიშნა

6338
Untitledtttt

რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცე „ბენიფერის“ უახლესმა ფოტოებმა მოიცვა. ჯენიფერ ლოპესმა 52-ე იუბილე ბენ აფლეკთან ერთად სენ-ტროპეში, 130 მილიონი დოლარის ღირებულების იახტაზე გაატარა.

თავდავიწყებას მიცემული „ბენიფერი“ – წყვილის უახლესი ფოტოები ძვირადღირებული იახტიდან

აქ ძალიან ხომ არ ჩამოცხა? – „ბენიფერი“ 17 წლის შემდეგ ჩვეულ ფორმაშია – პიკანტური ფოტოსესია პირდაპირ გემბანიდან

ფოტო: უზარმაზარი თაიგული, რომანტიკული ვახშამი და სიყვარულისთვის გამზადებული იახტა – „ბენიფერი“ მედიის ყურადღების ეპიცენტრში

როგორც ჩანს, ლოპესის ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი თავს მიტოვებულად სულაც არ გრძნობს, ან შეიძლება, პირიქით სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და არ იმჩნევს. 46 წლის სპორტსმენმა ჯეი ლოს დაბადების დღე მის მსგავსად, სენ-ტროპეში გაატარა. ის 32 მილიონი დოლარის ღირებულების იახტაზე ქალბატონების გარემოცვაში გადაიღეს. ერთ-ერთი მათგანი 35 წლის წამყვანი, მელანი კოლინსი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები