უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინელ ერს რუსი ბრძოლას ვერასდროს მოუგებს.
როგორც ვიდეოს აღწერიდან ვიგებთ, უკრაინელმა ბებომ რუსებს ტყვიები მოჰპარა და უკრაინელი სამხედროებისთვის შეინახა.
“ამ ერს რუსი ვერასოდეს ვერ მოუგებს, იბრძვის ყველა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა, მოხუცი. ამ ქალმა
რუსებს ტყვიები მოჰპარა და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შეინახა”, – წერს ვანო ნადირაძე.
ამ ერს რუსი ვერასოდეს ვერ მოუგებს,ბრძოლობს ყველა ქალი,კაცი, ახალგაზრდა ,მოხუცი.
რუსებს მოპარა და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შეინახა❤️❤️❤️❤️?????????????Posted by Vano Nadiradze on შაბათი, 12 ნოემბერი, 2022
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონი დატოვეს და ტერიტორიას უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის შესახებ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ
“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას.
..როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან – თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა თავის ყველა ხალხთან მივა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას