სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები არქივიდან, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი, ანა ანწუხელიძე საქართველოს ჰიმნს ასრულებს.
ვიდეო გადაღებულია 2020 წლის 18 აგვისტოს, როდესაც გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში მისი სახელობის „3X3 კალათბურთის“ ტურნირი დაიწყო. მაშინ ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოყვა:
„ამ მშვენიერ ქართველ გოგონას მამა წაართვა მტერმა და ახლა უნდა საქართველო და დედასამშობლო წაართვას?
არამცდაარამც მტერი ამას ვერ ეღირსება და მანამ დასამარდება ყველა ამგვარის მოსურნესთან ერთად,ბედნიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება გიორგი ანწუხელიძის შთამომავლობას და ყველა გმირთა შვილებს და სრულიად საქართველოს, ვისაც უყვარს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე“
„იამაყე გმირი მამით და ქართველობით“
„გმირი მამიკო წაგართვეს, მაგრამ კიდევ ერთი გმირი ხარ შენ“
„გიორგი ამწუხელუიე, დაუჩოქებელი ერის სიმბოლოა, ანწუხელიძე ნამდვილი გმირია. დიდება გმირებს!“
„ამ პატარა გოგონას უკვე სტატუსი აქვს – ანწუხელიძეა“
„გმირი მამის შვილი…“
„აი, ეს ბავშვი სანამ ცოცხალი იქნება, მუდამ იამაყებს მისი ჯიშით და მამიკოთი“
„ქვეყნის გმირი არ დაგვავიწყდები არასდროს“, – წერენ კომენტარებში.
🇬🇪 გიორგი ანწუხელიძის შვილის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი (არქივი)
Posted by შუადღე ქუთაისში on კვირა, 26 მაისი, 2024