თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მედია აკადემიის მაყურებელს საკუთარი 15-წლიანი გამოცდილების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
„რისიც მეშინოდა ის მოხდა.. დამემხმო თავზე ყველაფერი.. გაქრა ყველანაირი შიში“ – ნიკოლოზ წულუკიძე
ტელეწამყვანმა მასტერკლასში კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული დღეები და ის დღე, როდესაც ტელევიზიაში დაბრუნდა:
„როცა რუსთაველის თეატრში მოხუც ჯამბაზებზე ვმუშაობდით, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იყო – სასწრაფოს ვიძახებდით ხოლმე, ძალიან ცუდად იყვნენ, ზოგი მსახიობი 90 წლამდე იყო. ძლივს მოდიოდნენ, ხანდახან მიხმარება სჭირდებოდათ კიბეებზე რომ ამოსულიყვნენ.
დადგებოდნენ კულისებში, ზოგი წნევას იზომავდა, ზოგი ინსულინს იკეთებდა, უცებ გამოვიდოდნენ სცენაზე და დაფრინავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ძალა იყო, როცა სცენაზე გასვლისთანავე რაღაც ენერგია გემატება.
ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ, ეთერში პირველად დაჯდომა მომიწია. ტელევიზიაში დაახლოებით ერთ კვირაში მივედი, მაგრამ რამდენიმე დღე ვერ გავბედე, ეთერში გავსულიყავი, ამის ძალა არ მქონდა.
ერთ დღეს ვთქვი, დღეს თუ არ დავჯდები ეთერში, აღარასოდეს დავჯდები-მეთქი. გადაცემის მუსიკა რომ დაიწყო, უცებ მობილიზება მოვახდინე და დავიწყე“, – იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე.
“ამას მე მივხვდი მაშინ, როცა ჩემი ტრაგედიის შემდეგ პირველად მომიწია ეთერში დაჯდომა…”
თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მასტერკლასში 15 წლიან გამოცდილებას გიზიარებთ.
#ისწავლესაუკეთესოსგანPosted by მედია აკადემია / Media Academy on სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023