LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამერიკაში გაშვილებული გოგონას ემოციებით სავსე შეხვედრა ქართველ მშობლებთან: „შეხვედრის დღე დარჩება ყველაზე საოცარ დღედ ჩემს ცხოვრებაში…“

982
ერზა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაშვილებულმა გოგომ, ეზრა ფრიმენმა, ბიოლოგიური ოჯახი 26 წლის ასაკში იპოვა.

გოგონა, რომელიც წარმოშობით ზუგდიდიდანაა, თბილისში დაიბადა, ხოლო როდესაც 6 თვის იყო ამერიკელმა წყვილმა იშვილა. მისი ბიოლოგიური გვარი გვასალიაა. ეზრა საკუთარ ისტორიას ჰყვება გადაცემაში „სხვა რაკურსი“:

„დნმ-ის ტესტი პირველად 2018 წელს გავიკეთე, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოდან ვიყავი. მყავდა შეყვარებული, რომლის მამაც ქართულად კითხულობდა და საუბრობდა, ერთხელ მან ჩემს საბუთებში ჩაიხედა, რომელშიც ქართულ ენაზე ჩემი მშობლების სახელი და გვარი ეწერა. ჩემმა შეყვარებულმა ისინი სოციალურ ქსელში იპოვა.

შეხვედრის დღე დარჩება ყველაზე საოცარ დღედ ჩემს ცხოვრებაში.

ყველაზე ემოციური მამასთან შეხვედრა იყო, მან მითხრა, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე, ის ყოველთვის მეძებდა“.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც „ტიკ-ტოკზე“ ერზა ფრიმენმა გამოაქვეყნა. ეს ვიდეო მშობლებთან მის ემოციურ შეხვედრას ასახავს. როგორც ერზა წერს, ამ ვიდეოს ყურებისას ისევ ეტირება.

ვიდეო: „შეხვედრა საოცარი იყო, მამამ მითხრა, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე.. ჩემმა ძმამ ის აკვანი მაჩვენა, რომელშიც ჩემი და-ძმა გაიზარდა“ – ზუგდიდიდან აშშ-ში გაშვილებული გოგოს ისტორია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g