YouTube გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი ეპიზოდის სტუმარია მწერალი, გიორგი კეკელიძე. უამრავ საინტერესო თემასთან ერთად მწერალმა შვილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა იქნება მისი მთავარი რჩევა შვილისთვის:
„შვილი ჩემთვის აღმოჩნდა საკუთრივ ჩემი სიცოცხლისთვის იმპულსის მიმცემი… მცდელობა მაქვს, რომ ვიყო კარგი მამა“ – გიორგი კეკელიძე შვილზე
„შენი ამბავი თაიასთან” ახალი ეპიზოდის სტუმარია მწერალი, გიორგი კეკელიძე.
„ისწავლოს და გაიაზროს ის, რომ ის არის ადამიანთა, საზოგადოების ნაწილი და ადამიანი არ არის თავისთავადი მოცემულობა, ანუ ადამიანობას სჭირდება ვარჯიში და ადამიანობას სჭირდება ამ ვარჯიშის კვალად გაზრდა და ახალი საფეხურების მოსინჯვა – ამას რომ ისწავლის, იოლად მიხვდება, რომ სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ცუდები არიან, ბოროტები არიან, ცილისმწამებლები არიან, არიან უბრალოდ ის არსებები, რომლებმაც უბრალოდ არ ივარჯიშეს და არაფერი გასაოცარი არა, ამიტომ იმედგაცრუება აღარ ექნება…“ – ამბობს გიორგი კეკელიძე.
