ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი გადაიღო. კლიპის ნახვა ანრის მსმენელს უკვე შეუძლია.
,,ცივი ზამთარი” ასე ქვია მომღერლის ახალ სიმღერას, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე ჩაეშვა.
სიმღერის ავტორი თავად ანრი ჯოხაძეა, ასევე არანჟირება და ვიდეოს რეჟისურაც მომღერალს ეკუთვნის.
კლიპის ოპერატორი კი, გოგიტა ჩიკვაიძეა.
ცნობისთვის, მომღერლის წინა კლიპი, ,,ცივი ნოემბერი”, რომელმაც ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მუსიკალური დაჯილდეობის ,,ოქროს ტალღის” მთავარი პრიზი მოიგო, ერთ წელიწადში ,,იუთუბზე” 6-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.