ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და მისი დედა, 77 წლის ჟეკო ჭავჭანიძე გადაცემა „სხვა რაკურსის“ ეთერში თავიანთი ურთიერთობის შესახებ გვიყვებიან და ძველ ისტორიებს იხსენებენ.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ჟეკო არაჩვეულებრივ ფორმაშია და ასაკი ნამდვილად არ ეტყობა.
ის თხილამურებზე სრიალითაა გატაცებული და ამით ძალიან ბედნიერია.
„პატარაობაში ვიყავი ძალიან მსუქანი, დიდი ლოყებით, წესიერი ბავშვი. პრობლემებისგან გაქცევა ვიცი, ლაპარაკით, ჩხუბით კი არა გაცლას, გარიდებას ვარჩევ ხოლმე. მე და ნანიკოს ჩხუბი არასდროს გვქონია, არც შენიშვნა, ჭკუის სწავლება – მივყვები, როგორც უნდა და გვერდში ვუდგავარ, სწორია თუ არასწორი. აქამდე სულ მქონდა ფუნქცია, ახლა დავრჩი ისე, რომ აღარც საზრუნავი მაქვს, ცოტა გადავირიე, ძალიან ძნელია“, – ამბობს ჟეკო ჭავჭანიძე.
ნანიკო ხაზარაძე მამის მხიარულ ვიდეოს გვიზიარებს: „კარგი კაცი იყო… 86 წლის გახდებოდა…“