ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც ბავშვობაში გადატანილ სევდიან ისტორიას გვიყვება.
მისი თქმით, იმის გამო რომ მშობლები დაპატიმრებული ჰყავდა, სკოლის ღონისძიებაზე ლექსი არ ათქმევინეს.
„სკოლის ღონისძიებაზე სადაც ლექსი უნდა მეთქვა მასწავლებელმა ჩემს მაგივრად სხვა ბავშვი გამოიყვანა.
გვერდზე გამიყვანა და ჩურჩულით მითხრა არ გეწყინოს ჩვენ არ გვაქვს უფლება ლექსი ვათქმევინოთ ბავშვს ვისაც მამა ყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო.
მაშინ 8 წლის ვიყავი და არ მეუბნებოდნენ, რომ დედაც დაჭერილი იყო, იქ გავიგე. მგონი სწორედ აქ გამიჩნდა წინააღმდეგობის გრძნობა და ბიძაჩემს ვუთხარი რომ იმ სკოლაში აღარ წავალ მეთქი“, – საუბრობს ლანა ღოღობერიძე.