LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მინდა ვიყო დეპრესიული, გულნატკენი ქალის იარლიყით, როგორიც მომაწება ქართულმა საზოგადოებამ… რომ მივხვდი, რომ უკვე აქეთკენ მივდიოდი ეგრევე შემოვუძახე ჩემს თავს, რომ გონზე მოდი!“ – თიკა ჯამბურია

362
თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია პოდკასტს „letstalklk“ სტუმრობდა, სადაც ცხოვრების რთულ პერიოდებზე და დეპრესიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, როგორც კი საკუთარ თავს შეამჩნია, რომ დეპრესიული ადამიანი ხდებოდა, მაქსიმალურად ეცადა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. 

„ყველანაირ მდგომარეობაში მყავს ადამიანები ნანახი. ბედნიერი, უბედური, დეპრესიული… 

მე მომწონს ბედნიერი, ლაღი, მშრომელი და სუფთა ადამიანები. ამიტომ, როდესაც საკუთარ თავს ცუდად ვგრძნობ და დეპრესიას თავისკენ მივყავარ, ეგრევე ვაღვიძებ, რომ არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანს, როგორიც არ მომწონს.

ყველა ადამიანს აქვს ძალა, რომ ცუდი მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ისეთი ადამიანები გამოსულან უმძიმესი მდგომარეობიდან, რომ მე ვერც კი შევედრები. ესე იგი შემიძლია, რომ კარგად ვიყო. 

არ მინდა ვიყო დეპრესიული, გულნატკენი ქალის იარლიყით, როგორიც მომაწება ქართულმა საზოგადოებამ. საერთოდ არ მომწონდა და არც მინდოდა, რომ თიკა საწყალი, მომტირალი ტიპი ვყოფილიყავი და რაღაცნაირად, რომ მივხვდი, რომ უკვე აქეთკენ მივდიოდი ეგრევე შემოვუძახე ჩემს თავს, რომ გონზე მოდი!“, – აცხადებს თიკა ჯამბურია. 

@letstalklk Lets Talk @Tika Jamburia ♬ original sound – Lets Talk
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g