ბაჩო რამიშვილის იუთუბ გადაცემის – „მეტი მოტივაციის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე იყო.
როგორ შეიძლება ადამიანი დილიდან იყოს მოტივირებული, როგორ გადავაქციოთ წარუმატებლობა წარმატებად, როგორ შევქმნათ განწყობა და როგორ ვისწავლოთ ნდობა – ფსიქოლოგმა გადაცემაში ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა და აქვე აღნიშნა:
„როცა გიყვარს, არ შეიძლება ცუდად იყო, აბა კარგად გააანალიზეთ, და თუ ცუდად ხარ, კი არ გიყვარს – ეგოიზმია.
არ შეიძლება, გიყვარდეს და შენი მობილური ვამოწმო – ვის, რას და როგორ სწერ. გეტყვით, რატომ – იმიტომ კი არა, რომ სულელი ხარ, იმიტომ, რომ ეს თავის თავში პატივისცემას მოითხოვს და მე ამას არც გაკადრებ, იმიტომ კი არა რომ ვერ მომატყუებ, მომატყუებ, მაგრამ ეგ შენვე დაგტანჯავს“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
@metimotivacia #ფორიუ როცა გიყვარს არ შეიძლება ცუდათ იყო #ფსიქოლოგია ზურა მხეიძე #გლობალ🌍 #fo ♬ original sound – მეტი მოტივაცია
„რატომ არის ამდენი ჭკვიანი და წარმატებული ქალი მარტოხელა“- ფსიქოლოგის განმარტება
