LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ ეს მინის თვალები დავივიწყო, რომლითაც ბავშვები იყურებიან, მათ არანაირი რეაქცია აღარ აქვთ” – რას ჰყვება ფრონტის ხაზიდან ქართველი სნაიპერი

284
BeFunky-collage (3)

ძალიან დაძაბული ვითარებაა, იბომბება ლვოვი, მიდის ძლიერი დარტყმები, უნდათ ლვოვი კიევისგან გათიშონ, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში სნაიპერმა დარეჯან მაისურაძემ განაცხადა.

“ერთადერთი ოლქი იყო, სადაც მხოლოდ სირენების ხმაზე გვეღვიძებოდა, ახლა უკვე ვემზადებით საომრად, სერიოზულად.

საშინელი სიტუაციაა. ჩვენთან ბუჩადან ჩამოიყვანეს ოჯახები, გადარჩენილი ბავშვები, ახალგაზრდა გოგონები, ნაწამები და გაუბედურებულები.

 

ბავშვების მოსანახულებლად ვიყავით, საჩუქრები მივუტანეთ.

არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ ეს მინის თვალები დავივიწყო, რომლითაც ბავშვები იყურებიან, მათ არანაირი რეაქცია აღარ აქვთ. საერთოდ არ უყურებენ სათამაშოებს. ეს არის პუტინის სახე.

პუტინმა მათ ბავშვობა წაართვა”, – აღნიშნა დარეჯან მაისურაძემ.

მანვე თქვა, რომ მიუხედავად, რუსი ოკუპანტების ამ სისასტიკისა, უკრაინელების განწყობა არ შეცვლილა, პირიქით, ადგილობრივები კიდევ უფრო გააძლიერა.

ცნობისთვის, დარეჯან მაისურაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, დასავლეთ უკრაინაში, ტერიტორიულ დაცვაში მსახურობს. 1992-1993 წლებში ის აფხაზეთის ომში იბრძოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ 4-კაციან დანაყოფში, რომელშიც მხოლოდ სნაიპერები იყვნენ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g