18 წლის ქართველმა მომღერალმა ლიზა გოგუამ გერმანული “ვოისის” ნახევარფინალში ბრუნო მარსის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა.
როგორც ირკვევა მომღერლის გამოსვლას გერმანული “ვოისის” ქართველი გამარჯვებული ნათია თოდუაც ესწრებოდა.
მანამდე ლიზამ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით დაწერა:
„ნახევარფინალისტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა!
სიტყვებით ძალიან ძნელია ჩემი ემოციის გადმოცემა! ოცნებები ხდება და გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში ვარ!
ყველაფერი ჯერ წინ არის!
რამდენიმე კვირაში ლაივ შოუზე შევხვდებით!”.
ამავე თემაზე:
ლიზა გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალშია – რა შეასრულა 18 წლის მომღერალმა
