პარლამენტში, დღეს, პრემიერის ანგარიშის წარდგენის დროს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, როდესაც მან უმრავლესობის წევრებს მიმართა და თქვა, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ქვეყანას სტატუსის მიღების ისტორიული შანსი აქვს და მას აკარგვინებენ.
აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა:
„ვაშაძემ საკუთარი ოჯახის წევრი სხვაგან გადაიყვანა და რუსებს მიაქირავა [სახლი] და ღირებულებასა და კაცობაზე შენ მელაპარაკები“, – თქვა ზარქუამ.
მანჯგალაძეს მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმაც:
„ტურა ეს, ტურა ხარ-მეთქი.. ფარჩაკო, შენ“, – თქვა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს.
ამავე თემაზე:
ბოკუჩავა პრემიერს: „მოღალატე ხართ, რასაც ამბობთ, ეს ქვეყნის ღალატია“