LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა, დედის როლიც შენ გაქვს და მამისაც…“ – ნინო მუმლაძე მარტოხელა დედაა

798
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე დედების პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, როგორი რთულია ქალისთვის იყოს დედა და პარალელურად, თავის საქმიანობასაც ეწეოდეს.

„როგორც კი დეკრეტიდან გამოვედი, მომიწია დიდი დოზით დატვირთვა, რამდენიმე თეატრში ვარ და ცოტა დრო მრჩება ჩემი შვილისთვის, ბუნებრივია, ამას ძალიან განვიცდი. რომ არა დედაჩემი და დეიდაჩემი, განსაკუთრებით, დედა, რომელიც არ გავიდა სამსახურში ჩემი მშობიარობის შემდეგ, მართლა არ ვიცი, რა მეშველებოდა…

შენ აღნიშნე, რომ მარტოხელა დედა ხარ… რას ნიშნავს ეს შენთვის?

არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ ეს არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, არ გინდა, გიწევს დედის და მამის როლის შეთავსება. სახლში რომ მოვდივარ, სულ მიწევს რაღაცების წამოღება, ორი ხელი არ გყოფნის. ვფიქრობდი, რა რთულია, რუტინასთან ერთად რა რთულია, ეს ყველაფერი ზიდო… მერე ვიფიქრე, ამას ხომ მამები აკეთებენ-მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი იმაზეც, რომ ამას სახლში მცხოვრები მამებიც არ აკეთებენ. დედა მაშინაც გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, თუკი სახლში ჰყავს მეუღლე, ვიდრე მამა… ყველას ერთ ქვაბში ნამდვილად არ მოვხარშავ, მაგრამ ეს დღევანდელი ეპოქის ნაწილია – კაცები ქალებმა ცოტა გავაზარმაცეთ…

ფეხმძიმობის პერიოდიდანვე უნდა დაალაგო, ვინ დაგეხმარება ბავშვის დატოვებაში. ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიდნენ დედა და დეიდა, რომლებიც მეხმარებიან ბავშვის გაზრდაში… იმდენად დიდ ასაკში გავხდი დედა, ფსიქოლოგიურად თუ ემოციურად მზად ვიყავი, ძალიან გააზრებულ ასაკში მომიწია ბავშვის გაჩენამ… თუ შეიძლება, 20 წლის ბავშვმა დააკლოს შვილს, ვფიქრობ, მრავალფეროვანი ცხოვრება გავიარე, კარიერული თვალსაზრისით თუ სამეგობროსი, ძალიან გამიმართლა, მოგზაურობის საშუალებაც მქონდა. იმის გამო, რომ შვილი მყავს, კარიერა ვერ გავიკეთე-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში გადავდგი ეს ნაბიჯი, მაინც ვახერხებ, კარიერულად მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადავდგა. დედის გარეშე ამას ვერანაირად ვერ შევძლებდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g