გასულ თვეს, ცნობილი გახდა, რომ 62 წლის ალეკ ბოლდუინი და მისი 36 წლის მეუღლე მე-6 ბავშვს ელოდებიან. წყვილი უკვე 8 წელია, რაც ქორწინებაში იმყოფება და თავს ბედნიერად გრძნობს.
გუშინ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეოების სერია გაავრცელა, როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის გამო ვარცხნილობა მთელი მსოფლიოს პრობლემაა, ჰილარიმაც გადაწყვიტა, მეუღლესთვის თმა თავად შეეჭრა, თუმცა ალეკი მას წინააღმდეგობას უწევდა და ეშინოდა, ცუდი ვარცხნილობა არ გამოსვლოდა.
ერთ-ერთ მომენეტში ალეკი მეუღლეზე ამბობს, რომ ის არც თუ ისე ნიჭიერია ამ საკითხში, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, სახალისო ვიდეოებმა კი სოციალური ქსელი მოიცვა.
https://www.instagram.com/p/CAYeMSRjoR5/
https://www.instagram.com/p/CAYfE8mjAV2/