LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არის სცენები, რომლებიც უბრალოდ სცენები არ არის, ისინი ისტორიაა“ – რას წერს „სუხიშვილების“ მოცეკვავე ნინუკა შარაშიძე

3563
ნინუკა შარაშიძე

„სუხიშვილების“ მოცეკვავე ნინუკა შარაშიძე, რომელიც ანსამბლის კონცერტს სტუმრის სტატუსით დაესწრო სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთი ისტორია დაწერეს.

ვიდეო: რა უთხრა რობერტ დე ნირომ ილიკო და ნინო სუხიშვილებს, „კარნეგი ჰოლში“ მათ კონცერტზე სტუმრობისას: „სწორედ ამიტომ მოვიდა აქ…“

„არის სცენები, რომლებიც უბრალოდ სცენები არ არის, ისინი ისტორიაა.

Carnegie Hall-ი სწორად ასეთია

ბოლოს ნიუ-იორკში 2017 წელს ვიყავი-მაშინ მეც სცენაზე ვიდექი, როგორც მოცეკვავე. დღეს ანსამბლის კონცერტს ვესწრები კარნეგი ჰოლში სხვა სტატუსით, მაგრამ იგივე ემოციითა და სუნთქვით.

სუხიშვილებისთვის დღევანდელი დღე მხოლოდ კონცერტი არ არის , ეს ქართული ცეკვის ისტორიული აღიარებაა, გზა, რომელიც თაობებმა ერთად გამოვიარეთ.

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია იმის შეგრძნება, რომ ამ ისტორიის პატარა, მაგრამ ნამდვილი ნაწილი ვარ.

მადლობა ჩემს ანსამბლს-ჩემს დიდ ოჯახს  იმ შესაძლებლობისთვის, რომ დრო გავაჩერო, წარსულს შევეხო და კვლავ ვიგრძნო ის ძალა, რაც სუხიშვილებს ყოველთვის ჰქონდათ-გააერთიანონ ადამიანები, სცენა და ისტორია ერთ ცოცხალ ემოციად.

ამაყი ვარ

მადლიერი ვარ

და სულ ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვიქნები,“ – წერს ნინუკა შარაშიძე.

ვიდეო: „ლეგენდების კონცერტით აღფრთოვანებული ლეგენდა, რობერტ დე ნირო!“ – კადრები სუხიშვილების კონცერტიდან, რომელიც აშშ-ში გაიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g