ცუდი ხილვადობისა და მოყინული გზების გამო პენსილვანიის შტატში, I-81 მაგისტრალზე ერთმანეთს 50-ზე მეტი მანქანა დაეჯახა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, 20-მდე მგზავრმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ხოლო მათ ვისაც უფრო მეტად გაუმართლათ სახანძრო სამსახურის ოფისში გადაიყვანეს და მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იქ ელოდებოდნენ.
This happened on Interstate 81 in Pennsylvania today pic.twitter.com/ONUUGOdtrH
— ?_Imposter_?️ (@Imposter_Edits) March 28, 2022
პოლიციის ინფორმაციით, ავარია გამთენიისას მოხდა. თოვლმა და წვიმამ ხილვადობა ძალიან გაართულა და თან გზებიც მოიყინა.
თვითმხილველთა განცხადებით, მაგისტრალზე დღის ბოლომდე საშინელი სიტუაცია იყო და ამ ყველაფრის ნახვა სოც-ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებშიცაა შესაძლებელი.