LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბაბი კირკიტაძე წითელ კაბაში ემოციურ ცეკვას ასრულებს: „ეს ნომერი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ისტორიაში შევა…“

1788
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძემ თავის მეწყვილესთან ერთად „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ საინტერესო და ემოციური დადგმა შემოგვთავაზა – „შინდლერის სიის“ მთავარ კომპოზიციაზე. ჟიურის წევრმა, ირაკლი მაქაცარიამ ბაბის განსაკუთრებული ტაში მიუძღვნა: „ცეკვა, როგორც ასეთი, ქორეოგრაფია და ილეთის სწორად თუ არასწორად შესრულება, მეათეხარისხოვანი გახდა, ემოციამ, რაც წამოვიდა, რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, მეტად მნიშვნელოვანი გახადა თქვენ მიერ წარმოჩენილი ეს კომპოზიცია… ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი იქნება…“

გოჩა ჩერტკოევმა კი აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან დაბალანსებული ნომერი, რომლის დროსაც ჟრუანტელმა დაუარა.

აღსანიშნავია, რომ ამ ცეკვის შესრულებისას უკრაინელ მონაწილეს ცრემლები წამოუვიდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები