LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბადრი ესე­ბუა თბი­ლის­ში სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა” – „ტვ პირველის” ინტერვიუ ბრალდებულთან

186
BeFunky-collage - 2023-02-25T215352.749

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის­თვის” მი­ცე­მულ წე­რი­ლო­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

მისი თქმით, ტყეში არც ერთი დღე არ დამალულა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. ცხოვ­რობ­და ბა­თუმ­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში და დრო­დად­რო რჩე­ბო­და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბან­კის ძარ­ცვის დღეს, ამ­ბობს, რომ ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო და მომ­ხდარ­თან მას კავ­ში­რი არ აქვს.

ბრალ­დე­ბუ­ლი ასე­ვე იხ­სე­ნებს, რომ მა­ნამ, სა­ნამ ძარ­ცვის ფაქ­ტი მოხ­დე­ბო­და, მას ძა­ლო­ვა­ნე­ბი დევ­ნიდ­ნენ.

„ამის გამო სა­მეგ­რე­ლო 2020 წელს დავ­ტო­ვე და ვცხოვ­რობ­დი ხან ბა­თუმ­ში, ხან სო­ხუმ­ში”, – ჰყვე­ბა ესე­ბუა.

ის ასევე ამ­ბობს, რომ თუ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ამ­ტყუ­ნებს, ბრძო­ლას სტრას­ბურ­გში გა­აგ­რძე­ლებს.

„ტყე­ში არც ერთი დღე არ დავ­მა­ლულ­ვარ. რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ისე ვცხოვ­რობ­დი. ინ­ფორ­მა­ცი­ზე წვდო­მა მქონ­და და სირ­ცხვი­ლია, როცა იბ­რა­ლე­ბენ, რომ მე­ძებ­დნენ. მე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი ყველ­გან, მათ შო­რის დე­და­ქა­ლაქ­ში. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1 წელი ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი ბა­თუმ­ში, შემ­დეგ თბი­ლის­ში. დე­და­ქა­ლაქ­ში მეტ­რო­თი გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი, რად­გან ეს უსაფრ­თხოა”, – საუბრობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ესე­ბუა.

ირ­კვე­ვა, რომ ესე­ბუ­ას თბი­ლის­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, სუს-ის შე­ნო­ბის გვერ­დით ჰქონ­და ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სწო­რედ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო მო­ტი­ვა­ცია, რომ ესე­ბუა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან წა­მო­სუ­ლი­ყო.

„მას ჰყავ­და მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, რო­მელ­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­და. ეს იყო მოტ­ვა­ცია, რომ ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ესე­ბუა თბი­ლის­ში სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა. ის თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და”, – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ხი­ძე.

ცნობისთვის, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუას მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს – ალექსანდრე კობაიძე

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

„ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია“ – რას ამბობს მოწმე, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g