LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბაიარ შაჰინი საქართველოში თავის პირველ ჩამოსვლას იხსენებს: „კარი რომ გაიღო, პირველი მე გავედი… დაიწყო „მრავალჟამიერი“… ჟრუანტელი მივლის ახლაც…“

211
ბაიარ-შაჰინი

თურქეთსა და საქართველოში ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე „ჩვენ შოუს“ ესტუმრა.

ბაიარ შაჰინმა გაიხსენა, როგორ ჩამოვიდა 90-იან წლებში პირველად საქართველოში. „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები იყვნენ მოწვეული თბილისში. თურქეთიდან 200 კაცი ვიყავით ერთი თვითმფრინავით. რომ ჩამოვფრინდით, კარი დიდხანს არ გაიღო. კარი რომ გაიღო, პირველად მე გავედი, დაიწყო მრავალჟამიერი. ადრინდელი აეროპორტი ხომ გახსოვთ? კიბეებზე იდგა ანსამბლი „რუსთავი“ და ბატონი ანზორ ერქომაიშვილი დირიჟორობდა. ამას რომ ვყვები, სულ ჟრუანტელი მივლის. ძალიან ემოციური იყო…“

🎶 მომღერალი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე სტუმრად "ჩვენ შოუში" 🤩

🎶 მომღერალი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე სტუმრად "ჩვენ შოუში" 🤩

Posted by ჩვენი შოუ • Chveni Show on Saturday, April 13, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები