ლელა წურწუმიამ ბათუმში, კლუბ „სოჰოში“ კონცერტი გამართა.
ლელა მსმენელია წინაშე ბენდთან ერთად წარდგა და ყველასთვის საყვარელი ჰიტები იმღერა.
კადრებს კონცერტიდან კოკი ფერაზი ფანგანი გვიზიარებს და წერს:
„სიყვარული, რომელიც არ იცვლება წლებთან ერთად! სოჰოში ლელას კონცერტზე კვლავ ანშლაგია! აღარავის უკვირს, რიგი სოჰოს შესასვლელთან, რადგან ეს უკვე ტრადიციაა! ქართული ესტრადის ნამდვილი დივა, ლელა წურწუმია, წლებია ლიდერობას არ თმობს! მისი გამოჩენა სცენაზე ერთი დიდი დღესასწაულია.
ბათუმს და სოჰოს ლელამ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა, ემოციებით, სიმღერებით, გულწრფელი სიყვარულით სავსე.
ეს იყო საღამო, სადაც მაყურებელი არა მხოლოდ უსმენდა, არამედ მთელი გულით გრძნობდა რომ ეს სიყვარული ორმხრივია! ლელა ერთია! შეუცვლელი და წლები ვერაფერს ცვლის, როცა გულში სიმღერა და სიყვარულია. ეს სიყვარული კი ლელა წურწუმიას ეკუთვნის,“ – წერს კოკი ფერაზი ფანგანი.