LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვს საერთოდ არ უვლი. დაბანე, დავარცხნე, რანაირად დაგყავს…ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, არის მომენტი, როდესაც დედობას ეხებიან“ – ნინორე გიორგობიანი

101
2026-05-07_01-34-08_661839

ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც საზოგადოების მხრიდან წამოსულ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველაზე მეტად ბრაზდება, როდესაც მის დედობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„შვილს 6 წელი ველოდებოდი. ინ ვიტრო განაყოფიერება გავიკეთე და არ გამოვიდა. როდესაც მეორედ უნდა მეცადა, აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. ორსულობაც საკმაოდ რთული მქონდა. შემდეგ მქონდა მომენტი, რომ გარეთ გასვლა თუ მომინდებოდა თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

ამ დეპრესიასთან საბრძოლველად „ტიკ-ტოკზე“ დავრეგისტრირდი. თურმე კომენტარები მქონდა გამორთული. მეგონა, რომ ძალიან მაგარი ტიპი ვიყავი, რადგან ცუდ კომენტარებს არავინ მიწერდა. შემდეგ, როდესაც ჩავრთე და ამდენი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე, ცივი შხაპის ეფექტი იყო. შემდეგ ვეცადე იუმორით გადამეტანა.

ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, არის მომენტი, როდესაც დედობას ეხებიან. არ მიყვარს, როდესაც ბავშვებს სპეციალურად ვიდეოსთვის პრანჭავენ. არც ერთი ნესის ვიდეო არ არის დადგმული. ზოგიერთ ვიდეოში თმა აქვს აჩეჩილი, ხან პირი აქვს დასვრილი. არ ვაკვირდები მსგავს დეტალებს და არ ვფიქრობ, რომ მას შეიძლება ნეგატივი მოჰყვეს. ამ მხრივ წამოვიდა კომენტარები: ბავშვს საერთოდ არ უვლი. დაბანე. დავარცხნე. რანაირად დაგყავს და ა.შ. მსგავს კომენტარებზე ძალიან ვღიზიანდებოდი, თუმცა შემდეგ ამასაც შევეჩვიე.

კიდევ ვღიზიანდები, როდესაც ასაკზე ამახვილებენ ყურადღებას. ძალიან ბევრი ქალი მწერს, რომ მისთვის მოტივაციის წყარო ვარ. სწორედ ამან მომცა ბიძგი, რომ ნეგატიური კომენტარებისთვის პასუხი გამეცა“, – საუბრობს ნინორე გიორგობიანი.

„ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, რაც მაბედნიერებს, ბევრმა დაიჯერა, რომ ასეთ ასაკობრივ სხვაობაშიც არის ნამდვილად სიყვარული და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პატარა გოგო იყო“ – ნინორე გიორგობიანი მეუღლესთან ასაკობრივ სხვაობაზე

„ვიცოდი, რომ ცოლად ასაკით პატარას გავყვებოდი თუ საერთოდ გავთხოვდებოდი… ჩემი მეუღლე იყო 23 წლის… ამხელა ბულინგი და ამხელა „ჰეითი“ ერთ ღამეში წავიკითხე…“ – ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი პირადზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g