ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით (3 ოქტომბერი) სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მისი მოსწავლეები „არგოს“ მღერიან.
გელა ფარჩუკიძემ დაწერა:
„დღევანდელ დღეს ქართული მუსიკის მშვენებამ და დიდმა მაესტრომ, ყველაზე მეტი ჰიტის ავტორმა, უსაყვარლესმა ადამიანმა და ღირსებით სავსე ქართველმა – ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიამ სამყარო გამოიცვალა და უფალთან გადავიდა…
ადამიანი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად… და რომლის მუსიკა დღესაც ისევე ცოცხლობს, როგორც მის სიცოცხლეში… და ასე იქნება მრავალი ათწლეული…
ენატრები პაპიკ ოჯახს… ქალაქს.. .ქვეყანას… და მეც… ძალიან….❤
დღეს იმ ბავშვების შესრულებით…“