„24 ივლისს, SOHO-ში გვინდა, რომ ჩვენი ახალი სიმღერის პრემიერა გავაკეთოთ“, – ამის შესახებ მომღერლები რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე აკეთებენ განცხადებას.
დუეტი „ჯორჯია“ მსმენელს საღამოზე დასწრებისკენ მოუწოდებს და ერთად ბედნიერი წუთების შესაქმნელად ეპატიჟება.
„სოჰოში ბედნიერ წამს გვინდა ჩვენთან იყოთ“, – წერს მაკა ზამბახიძე.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/07/2024-07-22_12-35-32_563879-712x1024.jpg)