LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები“ – რას გვირჩევს ზურა შევარდნაძე

433
2025-09-30_01-33-47_095956

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში 72%-იანი სარეცხის საპონის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.

„ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები, მებაღეობა კი ამ საპნის გარეშე არ არსებობს. მე სულ მაქვს, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ბევრ რამეში ვიყენებ.

პირველი – ძალიან კარგად იცავს ფრჩხილებს. თუ მიწასთან მუშაობამდე ამ საპნით ამოივსებთ ფრჩხილებს, აღარ გაგიშავდებათ. ძველი მეთოდია, ძველი მებაღეები იყენებდნენ.

მეორე – გარდა იმისა რომ იცავს, ძალიან კარგად ასუფთავებს ხელებს. თბილ წყალში სარეცხის საპნით რომ დაიბანთ ხელს, შემდეგ ამ წყლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის ფოთლები, რომელიც ძალიან მარტივად ავადდება ქოთანში. ჩვენ ლიმონს სხვას არაფერს ვუკეთებთ, მხოლოდ ასე ვწმენდთ.

მესამე – უებარი საშუალებაა ნაცართან ერთად ქვაბების გასათეთრებლად, ემალისა და ალუმინის ჭურჭლისთვის.

ვჭრი პატარა კუბიკებად და ვაწყობ ქილებში, ვადა არ გასდის არასდროს, წლობით ვინახავ ასე. გახსოვდეთ ეს საშუალება და სულ ახლოს გქონდეთ”, – ამბობს ზურა შევარდნაძე.

„აღარავის აინტერესებს, არც შვილს, არც შვილიშვილებს, არც რძალს.. გულით გჩუქნით“ – რა საჩუქარი დახვდა ზურა შევარდნაძეს „გარდენიას“ კართან

„დედას ჭურჭელს ვერ შეველიეო.. დაბრუნებას აპირებენ, დანარჩენი ჯერ არ იციან, მთელი დღეა, სულ მათზე მეფიქრება“ – ზურა შევარდნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g