მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც 1931 წელსაა აგებული, ბრაზილიაში დაფრენის დროს გადაბრუნდა. მომხდარის გადაღება თვითმხილველებმა შეძლეს და კადრები შემდეგ Daily Mail-მა გაავრცელა.
ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ შედის საჰაერო ხომალდი საფრენ ბილიკზე და ბორბლებით ზოლსაც ეხება. თუმცა, მოგვიანებით თვითმფრინავის პროპელერი მიწას ედება და ძლიერი ქარი ხომალდს თავდაყირა ატრიალებს.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს პილოტი არ დაზარალებულა.