ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ყავახანა Ettore’s Espresso Bar გაიხსნა. ეს სახელი ეტორე ბუგატის პატივსაცემად დაარქვეს და დაწესებულება H.R. owen Bugatti-ს სადილერო ცენტრის ტერიტორიაზეა განთავსებული. წარსულში ამ ადგილას მოხვედრა მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი, ამიერიდან კი ჰიპერქარების გარემოცვაში ყავის მირთმევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ყავახანის მთავარი სასმელი – ესპრესო The Ettote Shot-ია, რომელიც ნარჩენების გადამუშავებისგან მიღებულ ფინჯანშია მოთავსებული და 50 ფუნტი სტერლინგი ღირს.
ბუგატის ყავის სახლს პრეტენზია აქვს, რომ ლონდონის ყველაზე ექსკლუზიური დაწესებულება იყოს. წარსულში კაფეში მოხვედრა, ხომ მხოლოდ მოწვევითა და წინასწარ შეთანხმებით იყო შესაძლებელი, ამიერიდან კი ამ ექსკლუზივთან ზიარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ესპრესოს მირთმევის მსურველები შესაძლებლობას მიიღებენ, ლაუნჯ ზონაში გადავიდნენ, დაათვალიერონ ბრენდის ავტომობილები და ამბასადორსაც გაესაუბრონ.