LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Buick-ის ძველი კუპე ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად გარეცხეს

49
Capture

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორებმაც ტყეში 1980-იანი წლების ორადგილიანი Buick Reatta იპოვეს. ბოლო 22 წელი მანქანამ უმოძრაოდ, ღია ცის ქვეშ გაატარა. შესაბამისად ძარა ჟანგით და ხავსით დაიფარა, თანაც ისე რომ ერთი შეხედვით მისი ფერის ამოცნობა შეუძლებელი იყო. ასეთივე ცუდ მდგომარეობაში იყო სალონიც. თუმცა, Reatta-ს მდგომარეობას არ შეუშინდნენ ბლოგერები, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ ამერიკული ლეგენდისთვის პირვანდელი ბრწყინვალება დაებრუნებინათ.

Buick-მა ორადგილიანი Reatta 1980-იანი წლების დასაწყისში წარადგინა. ამერიკელი ინჟინრები წელიწადში 20 ათასი მოდელის გამოშვებას გეგმავდნენ. თუმცა, ავტომობილი მყიდველებს არ მოეწონათ და პირველივე წელს კომპანიამ მხოლოდ 8 500 მანქანის რეალიზება შეძლო. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებამ 21 750 ავტომობილი შეადგინა.

ხანგრძლივი რეცხვისა და ქიმწმენდის შემდეგად ენთუზიასტებმა Reatta-ს პრაქტიკულად პირვანდელი სახე დაუბრუნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები