გია ბაღაშვილის გადაცემაში „ჩვენი შოუ“, „იმედის“ ეთერში ახალგაზრდა მომღერალი, ანა უზნაძე გამოჩნდა და ინოლა გურგულიას რეპერტუარიდან სიმღერა „შენთან“ შეასრულა.
ანას შესრულება ყოველთვის იმსახურებს მაყურებლის დადებით კომენტარებსა და ოვაციებს. მომღერალი გამორჩეული სტილის გამო უყვართ.
„ბულბულივით გალობს“, წერს მაყურებელი.
