ჯგუფმა „ბზიკებმა“ „ევროვიზიაზე“ წარსადგენ კლიპზე იმუშავეს. „პირველი არხი“ კლიპის გადაღებებიდან კადრებს ავრცელებს.
„ძალიან გვიხარია და თავს ძალიან იღბლიანებად ვგრძნობთ, რომ დავბრუნდით „ევროვიზიის“ დიდ სცენაზე. გვსურს, საქართველოს წარმატება მოვუტანოთ… ჩვენი პატარა ოცნების ნაწილია ეს ყველაფერი, მაქსიმალურად ვშრომობთ, ჩართულები ვართ და გვჯერა, რომ შრომით ყველაფერი გამოგვივა“, აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.
სიმღერის ავტორი გახლავთ გიგა კუხიანიძე, ხოლო კლიპის რეჟისორი – ზაზა ორაშვილი.
„ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა „ბზიკებზე“ მუშაობა, უკვე დიდების „ევროვიზიისთვის“. თავისებური სენტიმენტები ახლავს ამ ყველაფერს. „ბზიკები“ ასოცირდება პირველ გამარჯვებასთან, რომელიც მთელ საქართველოს მოგვიტანეს და გაგვახარეს. „ევროვიზიაზე“ ცეცხლოვანი ნომერი უნდა იყოს, რიტმულ საცეკვაო განწყობაზეა გათვლილი და ცოტა უცნაურობაზე, მუსიკალური ჟანრების ნაზავია, რომელიც ეკლექტიკას იძლევა საბოლოო ჯამში…“
