რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო – როგორ ცეკვავს 8 წლის ნია ცეცხლაძე აჭარულს.
პატარა გოგონას შესრულებამ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.
„დილის ტალღამ“ ნიას შესახებ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც პატარა მოცეკვავე საკუთარ თავს გვაცნობს და ცეკვის სიყვარულზე საუბრობს:
„მიყვარს ცეკვა და სიმღერა, უფრო მეტად ცეკვა, ცეკვაში ყველაზე მეტად ღიმილი მომწონს. ბაღიდან ვცეკვავ, ბაღს ვაცდენდი, რადგან ცეკვაზე დავდიოდი.
რომ გამაშუქეს, პირველად დედამ მნახა – ნია ძალიან პოპულარული გახდიო, მე ვერ გავიგე, მეძინა.
მეუბნებიან ხოლმე, „რა ლამაზად ცეკვავ“, „ჩემი პოპულარული გოგო“, „რა საყვარელი ხარ“ – მე მადლობას ვეუბნები. ბავშვები ავტოგრაფს მთხოვდნენ, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო ავტოგრაფი – პირველად გავიგონე.
ხშირად მეუბნებიან, რომ ბაბუას გენები გამომყვა, ბაბუა ქორეოგრაფი იყო, მამა მოცეკვავეა…
მინდა, რომ სამყარო უკეთესი გახდეს“, – ამბობს ნია ცეცხლაძე.
🔶 უფრო ახლოდან გავიცნოთ 8 წლის ინტერნერტ ვარსკვლავი, მომღერალი და მოცეკვავე ნია ცეცხლაძე ❤🔶 უფრო ახლოდან გავიცნოთ 8 წლის ინტერნერტ ვარსკვლავი, მომღერალი და მოცეკვავე ნია ცეცხლაძე ❤
Posted by დილის ტალღა / Dilis Talga on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024