გადაცემა „სხვა რაკურსი“ ქუთაისელ რძალ-დედამთილს სახლში ესტუმრა.
რძალი ყველასთვის ცნობილი, ულამაზესი პატარძალი მაკო ყაველაშვილია, რომლის ქორწილზეც სრულიად საქართველო ალაპარაკდა.
დიზაინერ და ბიზნესმენ მაკო ყაველაშვილს ცოტა ხნის წინ გოგონა ეყოლა და მას მილა დაარქვა.
სიუჟეტში მაკომ თავისზე არც ისე დიდი ასაკის დედამთილიც გააცნო საზოგადოებას.
„ჩემი სურვილი იყო ბევრი წინაღობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გრანდიოზული ქორწილი გადამეხადა. ჩემი ოცნება იყო ქორწილი და ჩემ გარდა არავის არ უნდოდა. რომ დავიბადე ალბათ იქიდან ვვოცნებობდი ქორწილზე და თეთრ კაბაზე. ჩემ მეუღლეს დიდ მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის. ჩემ შვილზე წინ არასოდეს არავის არ დავაყენებ, მით უმეტეს მამაკაცს – ამას ვამბობდი ყველასთან სულს.
ალბათ რომ მიცნობდა ხალხი სოციალურ ქსელში, ქორწილის თანხას ამიტომ მოჰყვა ამდენი გამოხმაურება. დაახლოებით 150 000-მდე დაჯდა. იუმორით გამორჩეული ადრე არ ვიყავი. ჩემი საქმე რომ წამოვიწყე და სოციალურ ქსელებში გავაქტიურდი მაშინ უფრო პოზიტიური გავხდი. მსიამოვნებს როდესაც დადებით განწყობას ვქმნი და მეც ვიცინი“, – აღნიშნა მაკო ყაველაშვილმა.