ეზოთერიკოსი გოგა მანია იმედის ეთერში, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც რთულ ბავშვობაზე საუბრობს.
როგორც ის გვიყვება, ადრეულ ასაკში მას საკმაოდ ბევრი ჯანმრთელობის პრობლემების გადატანა მოუწია.
„ჩემი დაბადების შემდეგ დედაჩემი დაავადდა და 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. მძიმედ ვიყავი, მეოთხე სტადია, ეპილეფსია, მქონდა წვრილი კისერი, ფეხები. სულ გადასხმაზე ვიყავი შეერთებული. ყოველი ჩემი ნერვიულობის დროს კლინიკაში მოხვედრა მიწევდა. მეუბნებოდნენ, რომ მქონდა ორი გული. მახსოვს პერიოდი, როდესაც კვირაში რამდენჯერმე მივყავდი კლინიკაში გადასხმებზე.
მქონდა რახიტი და თავის დამაგრება მიჭირდი. ყოველი ნაბიჯის შემდეგ ჯორკოს ვიდგამდი და უნდა დავმჯდარიყავი. 6 წლის ასაკში თმა სრულიად გამითეთრდა. ამის მიზეზი იყო ის სიზმრებში, რომელსაც ვხედავდი.
არავის არ უნდა თამაში ბავშვთან, რომელიც შეუხედავია. მაშინ ასე იყო. ისინი ჩაჭრობანას თამაშობდნენ, მე კი სირბილი არ შემეძლო. ახლა დღეს კი ხედავთ ჩემს გარდასახვას. ჯანმრთელობაც სრულად აღვიდგინე“, – საუბრობს გოგა მანია.
„ახალ წელს სახლში უნდა გქონდეთ!“ – გოგა მანიას ახალი რეკომენდაცია
