LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი გულიც თან წაიღე მეგი, აღარ გამაჩნია არანაირი ემოცია და არანაირი სიხარული…სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული“ – გონიოში ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და ემოციურ კადრებს და პოსტს გვიზიარებს

358
2025-09-11_22-52-39_149916

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

მეგის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ კადრებს და ტექსტს გვიზიარებს.

„მე უშენობით, ვარ უბედური.. წყალში ვდგევარ და ვიწვი..”
ეს სიტყვები ზუსტად გადმოცემს ჩემს მდგომარეობას, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძიმდება…სადაც არ უნდა ვიყო, ჩემს ფიქრებში მხოლოდ შენ ხარ და მეც ჩემი გონებით და სხეულით, მხოლოდ შენთან ვარ!.

მეგიკუნა, ჩემი შენდამი მონატრება უსასრულოა.. დღემდე და ცხოვრების ბოლომდე უსამართლობის გრძნობა არ მომასვენებს, რატომ და რისთვის? შენნაირი გულის ადამიანი ასეთ პატარა ასაკში არ იმსახურებდა დასასრულს დაო…თან როგორ დასასრულს?
არის დღეები, სადაც სიჩუმეშიც კი შენი ხმა მესმის, არის დღეები როცა მგონია რომ კარს შემოაღებ და ისევ გამიღიმებ შენებურად… მაგრამ მერე უცებ მახსენდება რეალობა, მახსენდება ისევ ისე ის საშინელი დღე, ის საშინელი რიცხვი რომელმაც სამწუხაროდ დაგვაშორა ერთმანეთს…

ჩემი გულიც თან წაიღე მეგი, აღარ გამაჩნია არანაირი ემოცია და არანაირი სიხარული, რამ
ან ვინ უნდა შეძლოს ჩემი ამ მდგომარეობის გამოსწორება? ვერავინ და ვერაფერი, ვერასდროს!.
დღეს ისევ ისე ძლიერად მენატრები..
მენატრება შენი ხმა, შენი ღიმილი, შენი ყოფნა ჩემს გვერდით.
ყოველდღე შენი სახელი და მოგონებები ტრიალებს ჩემს გონებაში, ჩემი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ შენ ხარ…ჩემს გულში ისევ ცოცხალი ხარ, ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი…

ყოველთვის მემახსოვრები, როგორც ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ნაწილი.
მონატრება არ ნელდება და არც არასდროს განელდება…
ჩემი სულიერი სიმშვიდე, მხოლოდ შენთან მომეპოვება.. ვიცი და გულით მჯერა რომ
ჩვენი ყველა საუბარი გესმის, ვიცი რომ ამ მონატრებასაც გრძნობ, ისიც ვიცი რომ შენ სადაც ხარ, იქედანაც არ იშურებ სიყვარულს და მფარველობას ჩვენთვის…

მაგრამ გულით გთხოვ, სიზმარში მაინც მოდი, გაუხარე ჩვენს დედიკუნას გული და ერთჯერ მაინც ესტუმრე სიზმრად, ჩვენი ყოველი საღამო იმ იმედით და იმაზე ფიქრით მთავრდება, რომ სიზმრად მაინც მოხვალ ჩვენთან..

არ ვიცი, როგორ უძლებს გული ამ ყველაფერს, მართლა არ ვიცი.. ვიცი რომ ამ ტკივილიან გზას დასასრული არ აქვს, არც შენ მონატრებას, რადგან ყოველ დღე და ყოველ ჯერზე თავიდან იწყება და უფროდაუფრო იზრდება..
მიყვარხარ უსასრულოდ და სამუდამოდ!
იცოდე, ამ მტრედს, ჩემი მთელი გული თან გამოვაყოლე შენამდე!“, – წერს ნაზი ჯაიანი.

„ვდგებით დილას და ვფიქრობთ, როდის გამოვიქცეთ შენს საფლავზე… განა ამხელა ტკივილის ღირსი ვიყავით შვილო?! სულ შენს ვიდეოებს ვუყურებ, შენს ხმას ვეძებ… სული მეწვის, გული მეფლითება“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის დედა

„რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ეს ტკივილი განელდეს და უშენობამ არ ამოხეთქოს… სახლიდან სიცილის მაგივრად, ტირილის ხმა თუ ისმის…“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ვიდეო: „არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით… როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g