რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის – „ფორტუნასთორის“ გასულ ეპიზოდში მომღერლისა და ტელეწამყვანის, ცისანა სეფიაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ გიყვებით.
ვიდეორუბრიკაში ცისანა სეფიაშვილმა შვილების, მეუღლის, შვილიშვილებისა და მშობლების შესახებ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.
„არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი მშობლები როდისმე ჩემს ცხოვრებაში არ იქნებიან, ამაზე არც კი ვფიქრობ, რადგან ვერ წარმომიდგენია. ორივე ძალიან მიყვარს, ჩემი ყველაფერია.
როდესაც ნანა ცინცაძემ დაწერა ლექსი „შენ ხარ სამყარო“ – მამა-შვილის დუეტი, ძალიან დიდხანს ვერ ვწერდი, რადგან სიმღერას რომ ვიწყებდი, ტირილს ვიწყებდი.
დილა რომ თენდება, პირველი ზარი არის მშობლებთან – როგორ არიან.
მათ გვერდით მე ისევ პატარა ვარ, მხოლოდ ის მინდა, რომ დიდხანს მყავდნენ“, – აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა „ფორტუნასთან“.
