LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ოცნება იყო, რომ ოდესმე ქართული ტანსაცმლით გამოვსულიყავი კარნეგი ჰოლში და გუშინ ეს ავისრულე“ – ქართველი მევიოლინე, გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა

297
2025-01-27_00-45-40_031252

ქართველმა მევიოლინე, გვანცა ბუცხრიკიძე, აშშ-ში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც ის „ფორტუნასთან“ აცხადებს, კარნეგი ჰოლში ქართული ტანსაცმლით გამოსვლა მისი ოცნება იყო და გუშინ ის აისრულა.

„ვარ 22 წლის მევიოლინე, ქუთაისიდან. ამჟამად ვსწავლობ ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში.

„Elite music international competition“ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსია ამერიკაში.

წელს მოსმენები იყო ერთი თვის წინ და მონაწილეობა მივიღე საქართველოს სახელით.

გავიმარჯვე და გავხდი პირველი ადგილის მფლობელი. გალა-კონცერტი და დაჯილდოვება მქონდა კარნეგი ჰოლში (ნიუ-იორკში).
ჩემი ოცნება იყო, რომ ოდესმე ქართული ტანსაცმლით გამოვსულიყავი კარნეგი ჰოლში და გუშინ ეს ავისრულე“, – აცხადებს გვანცა ბუცხრიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g